×

ჩვენ გინარჩუნებთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

NEWS
კლინიკა

ქუთაისში მრავალპროფილიანი „კლინიკა-ლჯ“ 2002 წლის 26 ივლისს დაარსდა და ფუნქციონირება 2003 წლის  21 სექტემბერს დაიწყო. დამაარსებლებმა საფუძვლიანად იზრუნეს იმაზე, რომ კლინიკის პრიორიტეტი გამხდარიყო თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურეობა. კლინიკამ აქტიური ფუნქციონირება 2004 წლიდან დაიწყო და დღემდე პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურეობას სთავაზობს. კლინიკის 15 წლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე მოთხოვნა განუხრელად იზრდება.

კლინიკაში 250-მდე თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის 100-მდე ექიმი, ორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ერთი პროფესორი. კლინიკის  ექიმები, სხვადასხვა პროფესიონალური ასოციაციის წევრები არიან. ისინი პერმანენტულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში და კონგრესებში, რაც ხელს უწყობს კლინიკის ექიმების პროფესიულ ზრდას.

ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 7 საოპერაციო ბლოკი, 85 ადგილიანი რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

„კლინიკა-ლჯ“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოში სამედიცინო სერვისების განვითარებისთვის, აქ ტარდება ოპერაციები როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ.  იმართება დარგობრივი კონფერენციები და საოპერაციოდან პირდაპირი ჩართვების - live surgery-ის - უზრუნველყოფა.

კლინიკაში ხორციელდება სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები. თითოეულ დეპარტამენტში გვაქვს მომსახურეობის ფართო სპექტრი და დასავლეთ ევროპის სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის მკურნალობა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპის საავადმყოფოებთან და სპეციალისტებთან.

„კლინიკა-ლჯ“ თანამშრომლობს ყველა სადაზღვეო კომპანიასთან და არის 2 ქართული და 2 უცხოური სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი რეგიონში, ასევე ჩვენი კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს ქართულ-გერმანულ და ქუთაისი-ნიუპორტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო საზოგადოებასთან.

2013 წელს საქართველოს ექიმთა ასოციაციამ,საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტომ და სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფმა“ ნომინაციაში „ყველაზე მოწესრიგებულ კლინიკად“ „კლინიკა-ლჯ“დაასახელა.

2016 წელს გაიმართა ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის (რომელიც 8 ქვეყანას აერთიანებს) ბიზნეს სფეროების ნომინანტების დაჯილდოება, სადაც „კლინიკა-ლჯ“ წლის საუკეთესო მრავალპროფილიან კლინიკად დასახელდა.

2017 წელს ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, „კლინიკა-ლჯ“-იმ, 2016 წლის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებათა ნომინაციაში გაიმარჯვა.

ვიდეო

"კლინიკა-ლჯ"-ში ართროსკოპიული მეთოდით, მუხლის სახსარზე მორიგი ოპერაციული ჩარევა მოხდა. პაციენტს კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მუხლის სახსრის თავისუფალი ოსტეოქონდრალური სხეული დაუდგინდა. პაციენტს ოპერაცია ართროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. ოპერაცია კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, ირაკლი ხაბეიშვილმა და გიორგი კაპანაძემ ჩაატარეს.

NEWS
მსოფლიო

კლინიკის მისია

„კლინიკა-ლჯ“-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მკურნალობის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მუდმივად ჩართული ვართ,თანამედროვე აპარატურის აღჭურვის,სიახლეების დანერგვისა და განვითარების პროცესში.ჩვენი მისიაა მოსახლეობისთვის მეცნიერულად დასაბუთებული,ეფექტური,მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება. კლინიკის პერსონალის მომზადება-გადამზადების და უწყვეტი სამედიცინო განათლების თანამედროვე სისტემის შექმნა.მსოფლიო წამყვანი კლინიკების სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა.

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ კლინიკის მომსახურეობას?

ექიმთან ჩაწერა

„კლინიკა-ლჯ“ - ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველ ექიმთან ონლაინ ჩაწერის სერვისით. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაგეგმეთ ვიზიტი სრულიად უფასოდ.

შეავსეთ ფორმა

დაგვიკავშირდით

  ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6
  (0431) 310 111
  (0431) 212 343
  info@ljclinic.ge