×

ჩვენ გინარჩუნებთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

NEWS
კლინიკა

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. „ლჯ და კომანია - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა" ცენტრის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ქუთაისის მერმა კლინიკის ხელმძღვანელებს ზაზა ლომინაძესა და შალვა ჯიქიას ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება, კოტე გვეტაძეს და მირიან ჭეიშვილს საპატიო სიგელები გადასცა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის #101 განკარგულებით,შპს „ლჯ და კომპანიას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა ქალაქ ქუთაისში,პეტრე ჩხობაძის ქუჩა#20–ში მოქმედი დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის 95%–იანი წილი გარკვეული საპრივატიზაციო ვალდებულებებით.
ვალდებულებების მიხედვით შპს „ლჯ და კომპანია“ უზრუნველყოფდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე ინფექციური პროფილის დაწესებულების აშენებას და მოწყობას, სადაც შესაძლებელი გახდებოდა მკურნალობა და ზედამხედველობა როგორც ტუბერკულოზის, ასევე სხვა ინფექციური პროფილის (ვირუსული,ჰაერწვეთოვანი,გადამდები,მათ შორის განსაკუთრებით საშიში) და სხვა დაავადებების.
ახალი კლინიკა განთავსებულია 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გათვლილია70 საწოლზე, მათშორის 8 რეანიმაციული საწოლიდა 6 ბოქსირებული პალატა განსაკუთრებით საშიში ინფექციებისთვის, საწოლები ბავშვთა და მოზრდილთა განყოფილებებისთვის, აღიჭურვა თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით, მოეწყო ბიო უსაფრთხოების მე–2 დონის მულტიპროფილური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ბიოქიმიური, ასევე ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ ბიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები.
კლინიკას აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს როგორც იმერეთის, ასევე მთლიანად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.
ახალ დაწესებულებას აქვს სასწავლო ცენტრი „შელთერით“, რაც საშუალებას იძლევა ადგილზე განხორციელდეს სხვადასხვა სახის ტრენინგები და სასწავლო პროგრამები,როგორც საკუთარი, ასევე რეგიონში დასაქმებული სპეციალისტებისთვის ქართველი და მოწვეული უცხოელი სპეციალისტების მიერ.
ინფექციური ნარჩენების თერმული დამუშავებისათვის (ინსინერავია) მოწყობილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ნებადართული თანამედროვე ინსინერატორი. აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და ახალი კლინიკის მოწყობისთვის შპს „ლჯ და კომპანიამ“ განახორციელა 5 000 000 ლარის ინვესტიცია,პროექტი განხორციელდა 18 თვეში. კლინიკაში დასაქმდა 200 თანამშრომელი. რეგიონალური დანიშნულების მქონე ცენტრი, ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, ასევე უზრუნველყოფილია თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით,

მის.;ქ. ქუთაისი,ავტოქარხანა, პ.ჩხობაძის ქ.#20,

 

ცხელი ხაზი (0431) 310 222

კლინიკის დამფუძნებლები

CliniC LJ

 

CliniC LJ

 

CliniC LJ

 

მამუკა ჯიქია ზაზა ლომინაძე მირიან ჭეიშვილი
ოფთალმოლოგი კარდიოლოგი ქირურგი

საინტერესო კლინიკური შემთხვევები

"კლინიკა-ლჯ"-ში ართროსკოპიული მეთოდით, მუხლის სახსარზე მორიგი ოპერაციული ჩარევა მოხდა. პაციენტს კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მუხლის სახსრის თავისუფალი ოსტეოქონდრალური სხეული დაუდგინდა. პაციენტს ოპერაცია ართროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. ოპერაცია კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, ირაკლი ხაბეიშვილმა და გიორგი კაპანაძემ ჩაატარეს.

პაციენტებისთვის

 

გამოკვლევები

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

აღჭურვილობა

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

მკურნალობა

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

მომსახურება

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

სასწარაფო დახმარება

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

პაციენტის უფლებები

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

კლინიკის უფლებები

აქ მცირე აღწერა პროცესების

NEWS
მსოფლიო

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ კლინიკის მომსახურეობას?

ექიმთან ჩაწერა

„კლინიკა-ლჯ“ - ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველ ექიმთან ონლაინ ჩაწერის სერვისით. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაგეგმეთ ვიზიტი სრულიად უფასოდ.

შეავსეთ ფორმა

დაგვიკავშირდით

  ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6
  (0431) 310 111
  (0431) 212 343
  info@ljclinic.ge