×

ჩვენ გინარჩუნებთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

NEWS
კლინიკა

კლინიკა ლჯ

მულტიპროფილური "კლინიკა-ლჯ"-ის ოფთალმოლოგიური განყოფილება ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც ფლობს ისეთ უახლოეს ტექნიკას, როგორებიცაა:

  • ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (TOPCON – 3D OCT 2000) – იძლევა თვალის ფსკერის შრეობრივ ანალიზს (დიაბეტის, გლაუკომის, ასაკობრივი, თანდაყოლილი თუ შეძენილი ანომალიების დროს)
  • თვალის ექოსკოპია (Accutome B scan plus/A scan Tomey AL-100) – ინფორმატიულია არაგამჭვირვალე ოპტიკური შრეების დროს, განსაკუთრებით კატარქტის ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში,ასევე ბადურა გარსის ჩამოცლის დროს.
  • პერიმეტრია – გამოიყენება გლაუკომისა და სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დროს.
  • YAG ლაზერი - (Q LAS10 A.R.C.) - მეორადი კატარაქტის სამკურნალოდ (დისციზია), ასევე გლაუკომის დროს (ირიდოტომია).
  • R.C. LASER Classic - ე.წ. მწვანე ლაზერი 532 ნმ. ტალღის სიგრძით - დიაბეტური ცვლილებების, თრომბოზების, მიოპიური დეგენერაციებისა თუ მაკულოდისტროფიის - (სველი ფორმის) დროს - თვალის ფსკერზე.

მულტიპროფილური "კლინიკა-ლჯ"–ის ოფთალმოლოგიური განყოფილება მოიცავს როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ოფთალმოლოგიას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქ შეუძლია მიიღოს კვალიფიციური დიაგნოსტირება შემდეგ დააავადებებზე:

  • რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი).
  • თვალის კაკლის და მისი დანამატების ანთება
  • მშრალი თვალის სინდრომი
  • დაკრიოცისტიტი (საცრემლე პარკის ანთება)
  • კატარაქტა
  • გლაუკომა
  • თვალის ფსკერის თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიები, მათ შორის:
  • დიაბეტური თვალშიდა ცვლილებები (რეტინოპათია)
  • ასაკობრივი მაკულის დეგენერაცია
  • სიელმე დღენაკლულთა რეტინოპათიის დიაგნოსტიკა და მართვა.

კლინიკის დამფუძნებლები

CliniC LJ

 

CliniC LJ

 

CliniC LJ

 

მამუკა ჯიქია ზაზა ლომინაძე მირიან ჭეიშვილი
ოფთალმოლოგი კარდიოლოგი ქირურგი

საინტერესო კლინიკური შემთხვევები

"კლინიკა-ლჯ"-ში ართროსკოპიული მეთოდით, მუხლის სახსარზე მორიგი ოპერაციული ჩარევა მოხდა. პაციენტს კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მუხლის სახსრის თავისუფალი ოსტეოქონდრალური სხეული დაუდგინდა. პაციენტს ოპერაცია ართროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. ოპერაცია კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, ირაკლი ხაბეიშვილმა და გიორგი კაპანაძემ ჩაატარეს.

პაციენტებისთვის

 

გამოკვლევები

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

აღჭურვილობა

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

მკურნალობა

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

მომსახურება

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

სასწარაფო დახმარება

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

პაციენტის უფლებები

აქ მცირე აღწერა პროცესების

 

კლინიკის უფლებები

აქ მცირე აღწერა პროცესების

NEWS
მსოფლიო

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ კლინიკის მომსახურეობას?

ექიმთან ჩაწერა

„კლინიკა-ლჯ“ - ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველ ექიმთან ონლაინ ჩაწერის სერვისით. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაგეგმეთ ვიზიტი სრულიად უფასოდ.

შეავსეთ ფორმა

დაგვიკავშირდით

  ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6
  (0431) 310 111
  (0431) 212 343
  info@ljclinic.ge