×

ჩვენ გინარჩუნებთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

NEWS
კლინიკა

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჰეპატოცელულური კიბო ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. რაც მეტ ყავას მიირთმევთ, გაცილებით დაბალია ჰეპატოცელულური კიბოს რისკი. ამასთან, უკოფეინო ყავაც ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია.

ნაშრომზე მუშაობდნენ საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერები. ამერიკის კიბოს საზოგადოების ინფორმაციით, აშშ–ში წელს ღვიძლის კიბოს 40 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებში დიდია ჰეპატოცელულური კიბოს განვითარების რისკი. ამასთან, რისკ–ჯგუფში შედის ის კატეგორია, რომელსაც ღვიძლი დაუზიანდა B ან C ჰეპატიტით, ღვიძლის ქრონიკული ანთებით, ავტოიმუნური დაავადებით, ალკოჰოლით.

მეცნიერებმა შეისწავლეს 26 სხვადასხვა ნაშრომი, რომელიც მოიცავს 2 მილიონი ადამიანის ინფორმაციას. როგორც ანალიზმა ცხადყო, ყოველდღიურად ერთი ფინჯანი ყავის მიღება 20%–ით ამცირებს ჰეპატოცელულური კიბოს განვითარების რისკს, ხოლო კოფეინის შემცველი 2 ფინჯანი ყავა კიბოს რისკს 35%–ით ამცირებს.

წყარო: http://www.medicalnewstoday.com/articles/317695.php

NEWS
მსოფლიო

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ კლინიკის მომსახურეობას?

ექიმთან ჩაწერა

„კლინიკა-ლჯ“ - ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველ ექიმთან ონლაინ ჩაწერის სერვისით. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაგეგმეთ ვიზიტი სრულიად უფასოდ.

შეავსეთ ფორმა

დაგვიკავშირდით

  ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6
  (0431) 310 111
  (0431) 212 343
  info@ljclinic.ge