×

ჩვენ გინარჩუნებთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

NEWS
კლინიკა

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სპეციალური მოწყობილობა და აპლიკაცია უკვე წარმოდგენილია, ხოლო რობოტებზე მუშაობა მომავალში იგეგმება. მოწყობილობა GPS–ის მსგავსია. მექანიზმი იზრუნებს იმაზე, რომ პაციენტი არ დაიკარგოს. სახლში დამონტაჟებული მონიტორებით შესაძლებელი იქნება დადგინდეს ხომ არ წაიქცა პაციენტი, ისარგებლა თუ არა ტელევიზორითა და ტელეფონით – სწორედ ეს ინფორმაცია ეგზავნება ოჯახის წევრებსა და მომვლელს.

ელექტრონული კალენდარი და ხმოვანი სიგნალები კი პაციენტს შეახსენებს, რომ დროა ხელი დაიბანოს, წყალი დალიოს და სხვა.

მკვლევარები განმარტავენ, რომ ტექნოლოგიური ინოვაცია დემენციით დაავადებულ ადამიანებს სთავაზობს უსაფრთხო და ფუნქციურ გარემოს, თუმცა ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ სასარგებლო ეფექტს, რასაც პაციენტი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისგან იღებს.

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება.

ტენდენცია ასეთია – დემენციის სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება.

ადრეული სიმპტომები

ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის ადრეული სიმპტომები ხასიათდება მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებით მაგალითად, ზოგიერთ პაციენტს ავიწყდება საუბრის თემა ან ნაცნობი საგნების სახელი. როგორც წესი ადამიანები გრძნობენ, რომ რაღაც რიგზე არაა, მაგრამ სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევენ და საკუთარ თავსაც არ უტყდებიან, რომ მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, მალავენ.

დემენციის საშუალო სიმპტომები

როცა დემენცია პროგრესირებას განიცდის, სიმპტომები აშკარა, თვალშისაცემია. გარშემომყოფები პაციენტებს პიროვნულ ცვლილებებს ამჩნევენ. პიროვნებას აღენიშნება პარანოია ან შიში. ამასთან, შესაძლებელია გამოვლინდეს მეხსიერების დაკარგვა და დაბნეულობა. როგორც წესი, ამ სტადიაზე ადამიანს ავიწყდება მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია – ვერ იხსენებს მობილურის ნომრებს და ხასიათიც ეცვლება.

გვიანი დემენციის სიმპტომები

სამწუხაროდ, დემენცია პროგრესირდება და სიმპტომებიც საკმაოდ რთულდება. პირველ რიგში ეს მდგომარეობა მეხსიერებაზე აისახება. პაციენტები ვერ ცნობენ ოჯახის წევრებს. მხოლოდ მეხსიერებასთან დაკავშირებული სიმპტომები არ ვლინდება ასევე უჭირთ კომუნიკაცია და გადაადგილება. პაციენტს არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა კვებისთვის და პირადი ჰიგიენისთვის საჭიროა სხვისი დახმარება.

ამ სტადიაზე მყოფი პაციენტის იმუნური სისტემა შესუსტებულია და შესაბამისად, დაუცველები არიან ინფექციის და დაავადებების მიმართ.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk/health/article-4713872/Robots-soon-care-dementia-patients.html

NEWS
მსოფლიო

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ კლინიკის მომსახურეობას?

ექიმთან ჩაწერა

„კლინიკა-ლჯ“ - ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველ ექიმთან ონლაინ ჩაწერის სერვისით. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაგეგმეთ ვიზიტი სრულიად უფასოდ.

შეავსეთ ფორმა

დაგვიკავშირდით

  ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6
  (0431) 310 111
  (0431) 212 343
  info@ljclinic.ge