×

ჩვენ გინარჩუნებთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

NEWS
კლინიკა

წამყვანი სპეციალისტები: ნინო მხეიძე, მაია იოსელიანი, ხათუნა ირემაძე.

კლინიკის ლაბორატორია დაარსების დღიდან ორიენტირებულია პაციენტთა მომსახურეობის ხარისხზე, რისთვისაც აუცილებელია მაღალკვალიფიციური პერსონალი და კვლევების ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ ამიტომ, „კლინიკა-ლჯ“ ძალისხმევას არ ზოგავს და მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ, ვიძენთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებულ საუკეთესო აპარატურას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს პაციენტს ხარისხიანი მომსახურეობა გავუწიოთ.

კლინიკაში მაღალტექნოლოგიური აპარატებით წარმოებს ყველა სახის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, 24 საათის განმავლობაში.

ვიდეო

"კლინიკა-ლჯ"-ში ართროსკოპიული მეთოდით, მუხლის სახსარზე მორიგი ოპერაციული ჩარევა მოხდა. პაციენტს კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მუხლის სახსრის თავისუფალი ოსტეოქონდრალური სხეული დაუდგინდა. პაციენტს ოპერაცია ართროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. ოპერაცია კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, ირაკლი ხაბეიშვილმა და გიორგი კაპანაძემ ჩაატარეს.

NEWS
მსოფლიო

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ კლინიკის მომსახურეობას?

ექიმთან ჩაწერა

„კლინიკა-ლჯ“ - ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველ ექიმთან ონლაინ ჩაწერის სერვისით. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაგეგმეთ ვიზიტი სრულიად უფასოდ.

შეავსეთ ფორმა

დაგვიკავშირდით

  ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6
  (0431) 310 111
  (0431) 212 343
  info@ljclinic.ge